„Covid-19-ის ეკონომიკა: გამოწვევები და შესაძლებლობები“, - ასე ჰქვია Facebook-ღონისძიებას, რომლის მომხსენებელი ნიკა გილაურია.
„ხვალ, 22 აპრილს, 14:00 საათზე მექნება მოხსენება და ღია დისკუსია ახალგაზრდებთან თემაზე "Covid-19-ის ეკონომიკა: გამოწვევები და შესაძლებლობები". ღონისძიების ნახვა შეგეძლებათ live რეჟიმში ჩემს facebook გვერდზე”, - წერს ნიკა გილაური სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის: რამდენიმე კვირის წინ საქართველოს ექს-პრემიერმა ნიკა გილაურმა, ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური შოკის შესამსუბუქებლად, მის მიერ დაფუძნებული საკონსულტაციო კომპანია Reformatics-ის მიერ მომზადებული ანალიზი წარადგინა. გილაური აღნიშნავს, რომ სწორი ნაბიჯების გადადგმის შედეგად, საქართველოს არათუ არსებული შოკის გავლენის მინიმიზაცია, არამედ, საშუალოვადიან პერიოდში რეგიონულ ეკონომიკაში საქართველოს როლის ზრდაც შეუძლია.