მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Covid-19-ის გამო თბილისის 186 ბაგა-ბაღიდან 55-ში სააღმზრდელო პროცესი გაჩერდა

6163f9ef8575d
ვიქტორია მღებრიშვილი
11.10.21 13:03
1266
დღევანდელი მდგომარეობით, თბილისში მოქმედი 186 ბაგა-ბაღიდან 55-ში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების გამო, სააღმზრდელო პროცესი შეჩერებულია.

როგორც BM.GE-ის თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოდან აცნობეს, 32 ბაგა-ბაღში აღსაზრდელებს Covid-19 დაუფიქსირდათ, ხოლო 23 ბაღში ინფიცირებულები თანამშრომლები არიან.

თბილისის რაიონების მიხედვით ყველაზე მეტი ბაღი გლდანში და სამგორშია დაკეტილი. ბაღების ჩამონათვალი კი ასეთია:

გლდანის რაიონში 12 ბაღია დახურული: 53-ე, 57-ე, 100-ე, 101-ე, 102 -ე, 103-ე, 104-ე, 107-ე, 135-ე, 173-ე, 186-ე, 216-ე;
სამგორის რაიონი 10 ბაღი: 12-ე, 45-ე, 65-ე, 72-ე, 86-ე, 116-ე, 160-ე, 166-ე, 169-ე, 210-ე;
საბურთალოს რაიონში 8 ბაღი: 63-ე, 74-ე, 112-ე, 117-ე, 208-ე, 212-ე, ხუთკუნჭულა 1-2, იმედი საბურთალო;
ნაძალადევის რაიონში 6 ბაღი: 8-ე, 45-ე, 60-ე, 84-ე, 116 -ე, 143-ე;
დიდუბის რაიონში 6 ბაღი: 15-ე, 38-ე, 39-ე, 40-ე, 92-ე, 93-ე;
ისნის რაიონში 6 ბაღი: 29-ე, 66-ე, 109-ე, 121-ე, 136-ე, 156-ე;
ვაკის რაიონში 3 ბაღი: 44-ე, 75-ე, 83-ე;
კრწანისის რაიონში 2 ბაღი: 145-ე, 191-ე;
ჩუღურეთის რაიონში 2 ბაღი : 10-ე, 95-ე;

ცნობისთვის, თბილისის ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით 4 ოქტომბრიდან განახლდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები