თბილისის საზაფხულო ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია დღეს დაიწყო. ერთი საათის მდგომარეობით, უკვე რეგისტრირებული იყო 3 500-მდე აღსაზრდელი - ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, ვებგვერდზე მაღალი მიმართვიანობის გამო, შესაბამისი პროგრამა ახდენს მომლოდინე აპლიკანტთა პრიორიტეტიზაციას, რის გამოც შესაძლოა, დაგვიანდეს რეგისტრაციის დადასტურება.
"მოთხოვნა საზაფხულო ბაღებზე დედაქალაქში არის საკმაოდ მაღალი, თუმცა 2024 წელს საზაფხულო ბაღების, შესაბამისად, ვაკანსიების რაოდენობაც 18 000-მდეა გაზრდილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ეტაპობრივად, დარეგისტრირდება ყველა აპლიკანტი. ხოლო ადგილების შევსების შემთხვევაში, მშობლებმა უნდა მიმართონ სასურველი ბაღის ადმინისტრაციას, რომელიც მათ დაეხმარებათ რეგისტრაციაში", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.