მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

covid-19-ის მეორე ტალღის შემთხვევაში, კარანტინი არ დაგვჭირდება - ევროკომისარი

5ef0b62d83d14
ნათია თაქთაქიშვილი
22.06.20 18:16
3354
ევროკომისარმა შიდა ბაზრების საკითხებში ტერი ბრეტონმა ფრანგული ტელეკომპანია LCI-ს ეთერში განაცხადა, რომ კორონავირუსის გამო გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად გამოყოფილი ფინანსური დახმარება იზრდება. მისი თქმით, ევროკომისიამ უკვე მილიარდობით ევროს მობილიზება შეძლო.

"ყველა ღონეს ვხმარობთ, რომ სექტემბერში ეკონომიკისთვის დამატებით 300 მილიარდი ევრო გახდეს ხელმისაწვდომი", - განაცხადა ტერი ბრეტონმა.

ევროკომისარი, ასევე, საუბრობს კორონავირუსის მეორე ტალღის შესახებ. მისი თქმით, მეცნიერები COVID-19-ის მეორე ტალღას არ გამორიცხავენ.

„შევხედოთ თუნდაც ჩინეთს, იქ გაჩნდა ახალი კლასტერი, მაგრამ ისინი არ აპირებენ ეკონომიკის ჩაკეტვას. ჩემი აზრით, თუ კორონავირუსის მეორე ტალღა განმეორდა, ჩვენ არ დაგვჭირდება კარანტინის ან საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, არც არანაირი აკრძალვები, რადგანაც ჩვენმა მედიცინამ ისწავლა ამ ვირუსის მართვა და ეფექტური შედეგების მიღება; ჩვენ უკვე ვიცით, რა და როგორ უნდა გავაკეთოთ“, - განაცხადა ტერი ბრეტონმა.