მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Covid-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ბუსტერ-დოზით 34 249 მოქალაქე აიცრა - NCDC

61b89b15e0bb1
ინგა მურუსიძე
14.12.21 17:36
375
14 დეკემბერის მონაცემებით, სულ ჩატარებულია 2 324 131 აცრა. ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

გარდა ამისა, სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 236 066 ადამიანი, რაც 18 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეების 43%-ია, ხოლო სრულად ვაქცინირებულია 1 052 986 ადამიანი, 18 წელს ზემოთ ასაკის მოსახლეობის 36.7%.

NCDC-ს ცნობით, ბუსტერ დოზა გაკეთებული აქვს 34 249 ადამიანს. 

13 დეკემბერს აიცრა 10 948 ადამიანი.

საქართველოში იმუნიზაცია 3 ვაქცინით მიმდინარეობს: "ფაიზერი", "სინოფარმი" და "სინოვაკი".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები