მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

covid-სტატისტიკა განახლდა: დადებითობის მაჩვენებელი 8.1%-ია

62cd509b25314
ვიქტორია მღებრიშვილი
12.07.22 14:44
1188
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5 154 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განახლებული სტატისტიკის მიხედვით, 3-10 ივლისის პერიოდში Covid-19-მა 3 ადამიანი იმსხვეპლა.

ვირუსისგან 2 338 პირი გამოჯანმრთელდა.

ქვეყნაში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში 63 659 კოვიდ-ტესტი ჩატარდა. დადებითობის 7 დღის მაჩვენებელი 8.1%.

3-10 ივლისის პერიოდში კოვიდ-დადასტურებული შემთხვევების რეგიონების მიხედვით განაწილება ასეთია: თბილისი - 3 310; აჭარა - 566; იმერეთი - 372; სამეგრელო-ზემო სვანეთი - 238; ქვემო ქართლი - 199; კახეთი - 121; შიდა ქართლი - 105; მცხეთა-მთიანეთი -105; გურია - 95; სამცხე-ჯავახეთი - 18; რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთი - 17.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები