თქვენი სანდო პარტნიორი მშენებლობის პროცესში - ასე პოზიციონირდა ქართულ ბაზარზე კომპანია CQM. ეს არის კომპანია, რომელიც სამშენებლო პროცესებს იდეიდან, მის საბოლოოდ სისრულეში მოყვანამდე, მთელი ციკლის ფარგლებში მართავს.
მენეჯმენტ კომპანია CQM-ის აღმასრულებელი დირექტორი, ნათია ჭუმბურიძე BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ აცხადებს, რომ კომპანია მომხმარებელს სამშენებლო პროექტის სრულ მენეჯმენტს სთავაზობს, რაც ეფუძნება ეფექტიან კომუნიკაციას, სამუშაოების დროულ შესრულებასა და ბიუჯეტის სწორ დაგეგმვას. ეს კი საბოლოოდ, პროექტის წარმატებით განხორციელებას უზრუნველყოფს.
"მომხმარებელს ვთავაზობთ სამშენებლო პროექტის სრულ მენეჯმენტს, რაც გულისხმობს ეფექტიან კომუნიკაციას, დროულ შესრულებას და ბიუჯეტის სწორ დაგეგმვას. ამ სამი კომპონენტის ერთიანობაა ის საფუძველი, რაც პროექტის წარმატებით განხორციელებას უზრუნველყოფს", - აცხადებს ნათია ჭუმბურიძე.
როგორც კომპანიის ხელმძღვანელი ამბობს, ჰოლდინგის პორტფელში არაერთი ახალი პროექტია, რომლებიც დამუშავების ეტაპზეა და განვითარების პროცესი ყოველდღიურად გრძელდება. მათ შორისაა კომპანიები "ზიონი" და „ბარნოვი ქოლივინგი“.
ნათია ჭუმბურიძე ხაზს უსვამს, რომ მიუხედავად იმისა, რომ CQM ბაზარზე შედარებით ახალი ბრენდია, გუნდის გამოცდილება კომპანიის მთავარ კაპიტალს წარმოადგენს. კომპანიაში მიაჩნიათ, რომ სწორედ პროფესიონალური მენეჯმენტია ის ფაქტორი, რომელიც თანამედროვე სამშენებლო ბაზარზე პროექტის წარმატებასა და ბიზნესის მდგრად განვითარებას განსაზღვრავს.
„CQM შეიძლება ფურცელზე მცირეწლოვანი იყოს, თუმცა ჩვენს გუნდს უზარმაზარი გამოცდილება აქვს. სამშენებლო მენეჯმენტში ჩვენ ინტელექტუალურ საქმიანობას ვყიდით - კომპანიის უკან დგას გამოცდილი გუნდი, რომელსაც ნამუშევარი აქვს როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ ბაზარზე. გამოცდილებისა და ახალგაზრდული ენერგიის ბალანსი ძალიან კარგ შედეგს იძლევა“, - აღნიშნავს კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი.
მისივე თქმით, ბოლო წლებში სამშენებლო მენეჯმენტზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც მომხმარებლის მხრიდან ხარისხის, ვადებისა და ბიუჯეტის მიმართ გაზრდილმა მოთხოვნებმა განაპირობა.
"დღეს სამშენებლო მენეჯმენტმა ზუსტად იცის სხვადასხვა რგოლის კოორდინირებული მუშაობა - არქიტექტორებიდან და კონსტრუქტორებიდან, დამკვეთებითა და შემსრულებელი კომპანიებით დასრულებული. მთავარი რისკები, რასაც ვაზღვევთ, არის ბიუჯეტის მართვა, ვადების დაცვა, რეპუტაციული რისკები და საბოლოო ჯამში ხარისხი", - აცხადებს ნათია ჭუმბურიძე.




























