მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ცუდი არ იქნება, თუ ბავშვთა საერთაშორისო დღე ქვეყანაში უქმედ გამოცხადდება” -“დემოკრატიის ინდექსი-საქართველო”

628dcc3899339
მარიამ ადამია
29.05.22 10:02
1082
“დემოკრატიის ინდექსი-საქართველოს” ხელმძღვანელ ეკატერინე ციმაკურიძის თქმით, ცუდი არ იქნება, თუ ბავშვთა საერთაშორისო დღე ქვეყანაში უქმედ გამოცხადდება, რადგან ბავშვებს მიეცემათ საშუალება, რომ მაგალითად, სკოლისგან გათავისუფლდნენ და გაერთონ, ხოლო იმისათვის, რომ ბავშვები გაერთონ, მშობლებმაც უნდა მოიცალონ.

“ზოგადად, ამ დღის აღნიშვნა და ბავშვთა უფლებების ხაზგასმა საქართველოში, ქვეყანაში, სადაც არ არის სათანადოდ დაცული მათი უფლებები და ბავშვები შესაბამის პირობებშიც არ ცხოვრობენ, მნიშვნელოვანია, თუმცა უფრო სიმბოლურ ხასიათს ატარებს და კარგი იქნება, თუ ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით, სახელმწიფო სხვა უფრო ქმედით ნაბიჯებს გადადგამს.

აუცილებელი და ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვთა უფლებების კოდექსის იმპლემენტაციის კონტროლი და უფრო მეტი დაცვის მექანიზმის შემუშავება ქვეყანაში. ამ კუთხით სამუშაო ბევრია. რაც შეეხება თავად კანონპრექტს, 1 ივნისის ბავშვთა საერთაშორისო დღის უქმე დღედ გამოცხადებასთან დაკავშირებით, ჩემი აზრით, კარგია, თუმცა სიმბოლური,” - აღნიშნა “დემოკრატიის ინდექსი-საქართველოს” ხელმძღვანელმა, ეკატერინე ციმაკურიძემ, გადაცემა “საქმიან დილაში”.

ინფორმაციისთვის, პარლამენტში დარეგისტრირებულია საკანონმდებლო ინიციატივა, რომლითაც საქართველოში მორიგი უქმე დღის დაწესებას ითხოვენ. კანონპროექტის ავტორი თელავის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოა. დოკუმენტის მიხედვით, მოთხოვნილია ცვლილება „საქართველოს შრომის კოდექსში“, რომლის მიხედვითაც 1 ივნისი – ბავშვთა საერთაშორისო დღე უქმედ უნდა გამოცხადდეს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში წლის განმავლობაში ოფიციალურად 17 უქმე დღეა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები