მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ცუკერბერგი: თანამშრომელთა ნახევარი 10 წელში დისტანციურად იმუშავებს

5ec6d1551923c
თამთა ჯიჯავაძე
21.05.20 23:03
1337
Facebook-ი უერთდება ინიციატივას მუდმივად სახლიდან მუშაობის ტრენდის შესახებ. როგორც კომპანიის დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა განაცხადა, ის თავის თანამშრომლებს უფლებას მისცემს სახლიდან დისტანციურად იმუშაონ.

ცოტა ხნის წინ Facebook-ზე ვიდეოჩართვისას ცუკერბერგმა აღნიშნა, რომ მომდევნო 10 წელიწადში მისი თანამშრომლების 50% იქნება დისტანციურად მომუშავე.

მსგავსი განცხადება გასულ კვირას Twitter-მაც გააკეთა. კომპანიამ აღნიშნა, რომ ის თანამშრომლებს მისცემს შესაძლებლობა აირჩიონ სახლიდან იმუშავებენ თუ ოფისიდან პანდემიის დასრულების შემდეგ.

თუმცა, Facebook-ს უფრო მეტი გეგმები აქვს. როგორც ცუკერბერგი ამბობს, ის დისტანციურად სამუშაოდ ახალი თანამშრომლების აყვანას აპირებს. განაცხადების გაგზავნა არსებულ თანამშრომლებსაც შეუძლიათ.

„ჩვენი მიზანია რომ მივცეთ შესაძლებლობა ბევრ არსებულ თანამშრომელს გახდნენ დისტანციურად მომუშავეები, თუ მათ ეს სურთ“, – აღნიშნა ცუკერბერგმა. თუმცა, მისივე თქმით, ხელფასებიც შეიცვლება და ეს დამოკიდებული იქნება თანამშრომლის საცხოვრებელ ადგილზე. იმათ უფრო ნაკლებს გადაუხდიან, რომლებიც დისტანციურად იმუშავებენ და რომლებიც ქალაქებიდან მოშორებით ცხოვრობენ, სადაც ცხოვრება გაცილებით იაფი ჯდება.

Facebook-ის ოფისები ივლისში გაიხსნება, თუმცა, მხოლოდ თანამშრომელთა მცირე რაოდენობისთვის.

Washington Post

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები