"ყოველთვის ძალიან აქტუალური საკითხი არის ლარის კურსი. ამისთვისაც ჩვენ ვაჩქარებთ პრივატიზაციის პროცესს, რადგან უცხოური ინვესტიციები მოვიზიდოთ, რათა განმტკიცდეს ეკონომიკის მდგრადობა. მეორე საკითხი არის ჩვენი ტურიზმის გახსნა. ჩვენ უკვე ვფიქრობთ, რომ როგორც კი ეპიდემიური ვითარებიდან მოგვეცემა საშუალება სახმელეთო საზღვრებსაც გავხსნით. ნეგატიურ დაღს ასვამს ნეგატიური მოლოდინები და დიდი იმედი გვაქვს, რომ პოლიტიკური პროცესები ძალიან მალე დარეგულირდება", - განაცხადა ნათია თურნავამ.
2020 წლის განმავლობაში საქართველომ საერთაშორისო ტურიზმიდან $2.7 მილიარდი დოლარის შემოსავალი დაკარგა. 2021 წლის თებერვალში საჰაერო საზღვრების გახსნის მიუხედავად კვლავ დახურული დარჩა სახმელეთო საზღვრები, რომლის მეშვეობითაც ძირითადად რეგიონის ქვეყენბიდან შემოდიოდნენ ვიზიტორები. იმის გათვალისწინებით, რომ რეგიონის ქვეყნებში COVID-19-ის პანდემიის მესამე ტალღა უკვე გააქტიურებულია და საქართველოშიც ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა მზარდია, რეგიონული ტურიზმი, სავარაუდოდ, საზღვრების გახსნის შემთხვევაშიც დაბალ ნიშნულზე შენარჩუნდება.
პრივატიზაციის მხრივ კი, საქართველოს მთავრობამ დღეს ბიზნესს ახალი პროექტი წარუდგინა, რომლის მიხედვითაც, გასაყიდად, დაახლოებით, 400 მილიონი ლარის ღირებულების ობიექტები უნდა გამოვიდეს. ეკონომიკის მინისტრის თქმით, კრიზისული ვითარების გათვალისწინებით, გასაყიდი ობიექტების ფასდადება ადეკვატურად განხორციელდა. ჯერჯერობით, უცნობია თუ რა შედეგები მიიღწევა ამ გეგმის მეშვეობით. 2021 წლის ბიუჯეტის თანახმად, წელს მთავრობა პრივატიზაციიდან (არაფინანსური აქტივების კლებიდან) 150 მილიონი ლარის შემოსავალს ელოდება.