მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დადებითობის დღიური მაჩვენებელი 9.34%-ია - საავადმყოფოში 6 468 covid-ინფიცირებული მკურნალობს

617e41c314464
ვიქტორია მღებრიშვილი
31.10.21 11:08
387
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 36 193 კვლევა ტესტით, მათ შორის 16 784 კვლევა ანტიგენის ტესტით და 19 409 PCR ტესტით, - კოვიდ-სტატისტიკის შესახებ განახლებული ინფორმაცია სპეციალური ვებგვერდ Stopcov.ge-ზეა განთავსებული. სტატისტიკის მიხედვით, ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში ვირუსით ინფიცირების 3 382 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობამ კი 719 247 შეადგინა.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 30 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.34%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 8.91% ხოლო 7 დღის მანძილზე - 8.68%.

• ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 5 389 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 660 518-მდე გაიზარდა.

• ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 42 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 10 045 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 382 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 1 287 შემთხვევა, აჭარა - 141, იმერეთი - 664, ქვემო ქართლი -292, შიდა ქართლი - 219, გურია - 65, სამეგრელო - ზემო სვანეთი -197, კახეთი - 352, მცხეთა-მთიანეთი - 76, სამცხე-ჯავახეთი -69, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 20.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 48 658 საიდანაც:
• 6 468 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 453, აჭარაში - 520, იმერეთში - 1 395.

• ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 594 პირი, მათ შორის, თბილისში - 586, აჭარაში - 130, იმერეთში - 497. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 336 პირი, მათგან თბილისში - 178, აჭარაში - 40, იმერეთში - 34.

• 1 093 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 683 - თბილისში, 189 - აჭარაში.
• 41 097 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის.
• საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 43 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 41, ხოლო აჭარაში - 2.
• სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მიმდინარე წლის 30 ოქტომბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 269 პირი.

• ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 33 524 ადამიანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები