მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დადგა დრო [სტრატეგიულ პარტნიორებთან] ურთიერთობა სხვა ეტაპზე გადავიდეს - ირაკლი ღარიბაშვილი

კობახიძე ღარიბაშვილი

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე აცხადებს, რომ დადგა სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობის სხვა ეტაპზე გადასვლის დრო. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ევროკავშირის მიერ მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით პრემიერის განცხადებას შეეხებოდა.

ღარიბაშვილი უსამართლოდ მიიჩნევს, საქართველოზე ადრე მოლდოვისა და უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და ამბობს, რომ პარტნიორებთან მჭიდრო დიალოგია საჭირო.

„დადგა დრო ურთიერთობა სხვა ეტაპზე გადავიდეს, ამიტომ ვიძახი, რომ აუცილებელია ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან მჭიდრო დიალოგი, მაგიდასთან უნდა მოვილაპარაკოთ. მე საჯაროდ ასეთი და მით უმეტეს ნეგატიური თემების განხილვა არ არის მისასალმებელი. მე კონგრესმენების წერილსაც გავეცანი - არ არის ეს კარგი. მოლაპარაკებების გახსნაზეც... ვთქვათ, პირდაპირ, რომ როდესაც უკრაინას და მოლოდვას გაუხსნეს მოლაპარაკებები და ჩვენ არ გაგვიხსნეს, აქ უკვე დაუშვეს უსამართლობა, ჯერ საქართველო იმსახურებდა მოლაპარაკებების გახსნას და შემდეგ უკრაინა და მოლდოვა - ეს ჩემი პოზიციაა, რადგან ვიცი მზაობა ჩვენი ქვეყნის და უწყებების. მეორე ის რომ სტატუსი რომ არ მოგვცეს შარშან წინ ეს არ იყო სწორი გადაწყვეტილება, მაგრამ კიდევ ვიმეორებ ახლა ყველანი უნდა დავმშვიდდეთ და ეს ძალადობაც მიუღებელია პოლიციელების მიმართ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები