“შაბათის საბრძოლო მოქმედებების შედეგად სულ მცირე 232 პალესტინელი დაიღუპა და 1697 დაიჭრა”, - ინფორმაციას CNN-ი პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
სამინისტროს ინფორმაცია არ გაუვრცელებია იმის შესახებ, სად დაიღუპა ხალხი, ან იყვნენ თუ არა დაღუპულთა შორის ჰამასის მებრძოლები ან მშვიდობიანი მოქალაქეები.
„სამედიცინო ჯგუფები კვლავ მთელი ძალისხმევით მუშაობენ საოპერაციო ოთახებში და ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში ათობით სერიოზული და კრიტიკული შემთხვევის გადასარჩენად“, - აცხადებენ სამინისტროში.
სამინისტრომ მოუწოდა ჰუმანიტარულ და დახმარების ორგანიზაციებს დაუყოვნებლივ იზრუნონ ღაზას სექტორის საავადმყოფოებისთვის დახმარების აღმოსაჩენად.