არსებული მდგომარეობით, საპენსიო ფონდში აკუმულირებულია 2.22 მილიარდი ლარი, საიდანაც 1.9 მილიარდი მოქალაქეთა მიერ განხორციელებული შენატანებია, 318 მილიონი ლარი კი მასზე დარიცხული სარგებელია.
ფონდის წმინდა ამონაგები 2019 წლიდან 2022 წლის მარტის ჩათვლით 34.6%-ია, ხოლო რეალურმა ამონაგებმა (ინფლაციის გათვალისწინებით) იმავე პერიოდში 3.15% შეადგინა.
როგორც მარტის თვის ფინანსური ანგარიშიდან ირკვევა, საპენსიო სააგენტომ პორტფელის სავალუტო დივერსიფიცირება დაიწყო. აქამდე აქტივების 100% ლარში იყო განთავსებული, ხოლო 2021 წლის მარტში მას დოლარიც შეემატა. ამჟამად ფონდის 4.2% ანუ 93.5 მილიონი ლარი ($30 მლნ) დოლარში არის ინვესტირებული.
საპენსიო სააგენტოში სულ 1,265,000 ადამიანის საპენსიო დანაზოგი ინახება.
საპენსიო სააგენტოს პორტფელი ასე ნაწილდება:




























