მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საპენსიო ფონდში 3 მილიარდზე მეტია ლარია - სად არის დაბანდებული დანაზოგი?

63e67c1beab1c
ნინო ტაბატაძე
11.02.23 17:05
5847
საპენსიო ფონდში უკვე 3 მილიარდ ლარზე მეტია მობილიზებული. საპენსიო სააგნტოს მონაცემებით, 31 იანვრისთვის ფონდის აქტივების ღირებულება 3.05 მლრდ ლარი იყო, საიდანაც 460 მლნ წმინდა ამონაგებია.

მაღალი ინფლაციის ფონზე, რეალური ამონაგები დასაწყისიდან დღემდე მხოლოდ 2.66%-ია. იანვარში ფონდის რეალური ამონაგები 0.03%-ით შემცირდა, ბოლო 12 თვეში კი - 2.08%-ით.

3-მილიარდიანი აქტივების 60.8% სადეპოზიტო სერტიფიკატებზე დევს, 16.4-ით სახაზინო ობლიგაციებია შეძენილი; 10.6% აშშ-ის მთავრობის ფასიან ქაღალდებშია დაბანდებული, 7.4% - გლობალურ აქციებში, 0.8% - ევროობლიგაციებში, ასევე საპენსიო სააგენტოს შეძენილი აქვს მცირე მოცულობით ადგილობრივი კორპორაციული ობლიგაციები.

აღსანიშნია, რომ საპენსიო აქტივების ინვესტირება ამ ეტაპზე მხოლოდ ნაკლებად რისკიან საინვესტიციო პორტფელშია დაშვებული. უცხოურ ვალუტაში დენომინირებულ აქტივებში და წილობრივ ფასიან ქაღალდებში დაშვებულია ფონდის აქტივების 20%-მდე ინვესტირება შეიძლება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები