მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“დაინახეს, რომ კანონთან და არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით ერთსულოვნებაა” - რესტორატორი მინისტრთან შეხვედრაზე

...

ტურიზმის სექტორისა და ეკონომიკის სამინისტროს შეხვედრის შემდეგ, რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელი, შოთა ბურჯანაძე აღნიშნავს, რომ სამინისტრომ და ტურიზმის ადმინისტრაციამ დაინახა, რა დამოკიდებულება აქვს ბიზნესს ე.წ. რუსულ კანონთან და არსებულ სიტუაციასთან მიმართებით.

“ეკონომიკის მინისტრთან კომუნიკაციის პრობლემა არასდროს გვქონია და ვერ ჩავთვლი, რომ შეხვედრის მიზანი მათი მხრიდან ჩვენი დამშვიდება იყო. სურვილი იყო, რომ გვესაუბრა არსებული პრობლემების გადაჭრის გზებზე, მაგრამ ეს ხომ არარეალურია. ჩვენ იმაზე დიდი პრობლემა გვაქვს, ვიდრე კონკრეტულად რამდენიმე მილიონი თუ ათასეული ტურისტი ჩამოვა. ეგზისტენციალური პრობლემა გვიდგას და ამ საკითხზე უნდა ვისაუბროთ.

[სამინისტრომ და ტურიზმის ადმინისტრაციამ] დაინახეს, თუ რა დამოკიდებულება აქვს საზოგადოებას და ბიზნესს ამ საკითხზე. პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ [დარგში] ამ კანონთან და არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით დამოკიდებულება ერთსულოვანია და ის ნეგატიურია”, - ამბობს შოთა ბურჯანაძე.

ლევან დავითაშვილთან და ტურიზმის ადმინისტრაციასთან შეხვედრის დაწყებამდე, შოთა ბურჯანაძემ მედიასთან აღნიშნა, რომ ერთადერთი საკითხი, რომელიც მას ეკონომიკის სამინისტროსგან აინტერესებდა, აშშ-ის სანქციების პირობებში, საქართველოს სამომავლო პერსპექტივები იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები