მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დაიწყება თუ არა სოხუმის აეროპორტში ფრენები?

სოხუმი

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ რამდენიმე კვირის წინ განაცხადა, რომ სოხუმსა და რუსეთის რამდენიმე ქალაქს შორის ავიაფრენები 2024 წლის ბოლოდან დაიწყება. სანქტ-პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმზე ბჟანიამ თქვა, რომ სოხუმის აეროპორტის აღდგენის შემდეგ, ავიარეისები მოსკოვიდან, პეტერბურგიდან, ეკატერინბურგიდან, ყაზანიდან, სოჭიდან და ნოვოსიბირსკიდან შესრულდება.

როგორც რუსული მედია წერს, სოხუმის მიმართულებით ფრენების დაწყება, ამ ეტაპზე დაგეგმილი არ არის.

"დღესდღეობით, ყაზანის საერთაშორისო აეროპორტიდან აფხაზეთში ფრენები არ იგეგმება. ამასთან, აღვნიშნავთ, რომ ჩვენი ინფორმაციით, ამ ეტაპზე სოხუმის აეროპორტი მგზავრებს არ იღებს", - აღნიშნულია "ყაზანის" აეროპორტის პრესსამსახურის განცხადებაში, რომელსაც რუსული მედია ავრცელებს.

მედიაში აღნიშნულია, რომ სეზონის ცხრილში სოხუმამდე ფრენები არ არის. აღსანიშნავია, რომ მსხვილმა რუსულმა აეროპორტებმა, "შერემეტიევომ" და "ვნუკოვომ" სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქციაში მონაწილეობაზე უარი თქვეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები