მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სოხუმის აეროპორტის ამოქმედება ზაფხულამდე იგეგმება - ე.წ. ელჩი

სოხუმი

"სოხუმის ახალი აეროპორტის ამოქმედება 2025 წლის ტურისტული სეზონის დაწყებამდე იგეგმება", - ამის შესახებ პროპაგანდისტულ გამოცემა Sputnik-თან, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ელჩმა რუსეთში, ალხას კვიწინიამ განაცხადა.

"ეს აფხაზეთის ეკონომიკურ და იმიჯის განვითარებას ახალ იმპულსს მისცემს. ტურისტების ნაკადი გაიზრდება, ვისთვისაც მგზავრობა უფრო მოსახერხებელი იქნება, ვიდრე სოჭის გავლით", - განაცხადა მან.

14 ნოემბერს, ოკუპირებული აფხაზეთის მაშინდელმა ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ სოხუმის აეროპორტში პირველი ტექნიკური რეისები შესრულდა. მანამდე, ივლისში ბჟანიამ თქვა, რომ სოხუმსა და რუსეთის რამდენიმე ქალაქს შორის ფრენები 2024 წლის ბოლოდან დაიწყებოდა.

სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია სოხუმის აეროპორტს საერთაშორისო აეროპორტად არ ცნობს. ის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს. ოკუპირებული აფხაზეთის თავზე ცა საქართველოს ხელისუფლების ნებართვის გარეშე ვერ გაიხსნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები