მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დაიწყება თუ არა ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობა? - კერძო სექტორის მოლოდინები

61e161b06934e
დავით ჯალაღონია
14.01.22 16:50
951
"ხვარგული ჰესის" პროექტის ხელმძღვანელი ირაკლი მოსავლიძე მიიჩნევს, რომ საქართველოს ენერგეტიკულ ბირჟაზე ელექტროენერგიის ვაჭრობის პროცესის დაწყება აღარ უნდა გადაიდოს.

როგორც მან BMG-სთან ბირჟის მნიშვნელობის შეფასებისას განაცხადა, ეს პლატფორმა ინვესტორებისთვის და ელექტრონერგიის მომხმარებლებისთვის თანაბრად სარგებლიანი უნდა იყოს.

"ვაჭრობის დაწყება პროცესი რამდენჯერმე გადაიდო და მე ვთვლი, რომ ოდესღაც უნდა დაიწყოს და თუ დაიწყება, ის რაღაც ხარვეზები, რაც იქნება, გამოვლინდება, გარკვეული დროის შემდეგ აღმოიფხვრება და შესაბამისად, უმჯობესია, რომ რაც მალე დაიწყება, მით მალე გამოვლინდება ხარვეზები.

ხარვეზები თავიდან მაინც იქნება, ჩემი აზრით, მაგრამ პროცესში დაიხვეწება. ნებისმიერ სხვა შემთხვევაშიც ანალოგიურად ხდება - რაღაც ახალი ყოველთვის გარკვეულ სირთულეს წარმოადგენ, თუმცა დრო ამას გამოავლენს და ჩემი აზრით, საბოლოო ჯამში, კარგი შედეგის მომტანი უნდა იყოს, როგორც ინვესტორისთვის, ისე მომხმარებლისთვის. ისე არ უნდა მოხდეს, რომ ამ პროცესმა ხელი შეუშალოს ინვესტიციის განხორციელებას, ორივე მხარისთვის - მწარმოებლისა და მომხმარებლისთვის ეს მისაღები უნდა იყოს", - მიიჩნევს გიორგი მოსავლიძე.

განსხვავებული მოსაზრება აქვს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორს ლევან ვეფხვაძეს. მისი თქმით, უმჯობესია, თუ წელს ენერგეტიკული ბირჟა მხოლოდ სიმულაციური ვაჭრობის ფორმატში გააგრძელებს მუშაობას, რაც გენერაციის ობიექტებს ელექტროენერგიის ფასებთან დაკავშირებით უფრო მკაფიო პროგნოზების გაკეთების საშუალებას მისცემს.

"მე ვფიქრობ, რომ იმ რისკების გათვალისწინებით, როდესაც ამ ბაზარზე ჯერ კიდევ ბევრი ისეთი რამ გაურკვეველია, როგორიცაა საბალანსო ბაზრის თემები, ზაფხულში რა ფასები შეიძლება არსებობდეს ბაზარზე და ა.შ, ჯობია სიმულაციურ რეჟიმში დარჩეს ბაზარი, ვნახოთ როგორი სიტუაცია იქნება და ამის შემდეგ გადავიდეთ ვაჭრობაზე", - აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, ენერგეტიკულ ბირჟაზე სავაჭრო პროცესი 1 მარტიდან უნდა დაიწყოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები