მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დაკარგავს თუ არა უკრაინა შავ ზღვაზე წვდომას? - ილონ მასკი რუსეთ-უკრაინის ომს ეხმიანება

ილონ მასკი

მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი, ილონ მასკი რუსეთ-უკრაინის ომს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ უკრაინის მიერ რუსეთის წინააღმდეგ შეტევაზე გადასვლა შეცდომა იყო, რადგან რუსეთისნაირი ჯარის წინააღმდეგ უკრაინის მსგავს ღია ტერიტორიაზე ბრძოლა - ძალიან რთულია. მისივე თქმით, ჯერაც ლეგიტიმურ კითხვად რჩება, დარჩება თუ არა უკრაინას გასასვლელი შავ ზღვაზე მას შემდეგ, რაც ომი დასრულდება, რადგან, ილონ მასკის ვარაუდით, თუ კონფლიქტი გაიწელა, როდესაც დაეცემა.

“უკრაინის მიერ იერიშის მიტანა უფრო დიდ, ჩასაფრებული ღრმა თავდაცვითი ხაზის, დანაღმული ველებისა და უფრო ძლიერი არტილერიის მქონე ქვეყანაზე ტრაგიკულად გაფლანგული სიცოცხლის ტოლფასი იყო, მით უფრო, როცა თავად უკრაინას სამხედრო შეიარაღება და საჰაერო უპირატესობა აკლია! ამ მდგომარეობის წინასწარმეტყველება ნებისმიერ სულელს შეეძლო.

ერთი წლის წინ, უკრაინას ჩასანგრება და მთელი რესურსების თავდაცვაზე მიმართვა ვურჩიე. ისეთი ტერიტორიის დაკავება, რომელზედაც ბუნებრივი ბარიერები არ არის, ასეთ შემთხვევაშიც კი რთულია. შანსი არ არის, რუსეთმა უკრაინის ტერიტორია სრულად დაიკავოს, რადგან ქვეყნის დასავლეთ ნაწილში ადგილობრივი წინააღმდეგობა წარმოუდგენლად დიდი იქნება, მაგრამ რუსეთი საკუთარ ტერიტორიას დანამდვილებით გაზრდის.

რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ომი, მით უფრო მეტ ტერიტორიას დაიპყრობს რუსეთი მანამ, სანამ მდინარე დნეპრამდე მივა, რომლის გადალახვა რთულია. თუმცა, თუ ომი გაიწელა, ოდესაც დაეცემა. “დაკარგავს თუ არა უკრაინა შავ ზღვაზე წვდომას?” - ეს, ჩემი შეფასებით, ჯერაც ლეგიტიმური კითხვაა. ჩემი რჩევაა, მანამ ეს მოხდა, ქვეყნებს შორის საზავო ხელშეკრულება გაფორმდეს”, - წერს ილონ მასკი X-ში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები