მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ - USAID-მა საგრანტო კონკურსი გამოაცხადა

63b44357a96f4
ვიქტორია მღებრიშვილი
03.01.23 17:34
1787
აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამამ -“დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ ახალი საგრანტო კონკურსი გამოაცხადა, რომლის მიზანია კერძო სექტორის პროფესიულ განათლებაში ჩართულობის ახალი მოდელების პილოტირება. 30 დეკემბერს გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობა ნებისმიერ კომპანიას შეუძლია, რომელიც საკითხით არიან დაინტერესებულები. განაცხადების მიღება კი 17 თებერვლამდე გაგრძელდება.

უნდა აღინიშნოს, რომ USAID-მა პირველად ამ მიმართულებით კონკურსი გასულ წელს გამოაცხადა და განაცხადების დიდი მოცულობიდან 17 პროექტი დააფინანსა. თითოეული პროექტის ღირებულება კი 30 000 დოლარი იყო.

რაც შეეხება მიმდინარე საგრანტო კონკურსს, USAID-ის პროგრამა დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის კერძო სექტორის ჩართულობის კომპონენტის ხელმძღვანელი ირინა წეროძე BM.GE-სთან განმარტავს, რომ პროექტი ადამიანური კაპიტალის განვითარებისა და პროდუქტიული, მდგრადი და ინკლუზიური დასაქმების შესაძლებლობებს შორის კავშირის დამყარების მიზნით, კერძო სექტორთან თანამშრომლობას ითვალისწინებს, რაც უმუშევრობის დონის შემცირებას და კომპანიების კონკურენტუნარიანობის ზრდას უზრუნველყოფს. გამარჯვებული პროექტების რაოდენობა განსაზღვრული არ არის და მასში მონაწილეობა ყველა დაინტერესებულ ბიზნესსა თუ ორგანიზაციას შეეძლებათ. 

„გასული წლის საგრანტო კონკურსმა ცხადყო, რომ ამ მიმართულებით მცირე გრანტებით დიდი კომპანიებიც ინტერესდებიან. ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა ამ კონკურსს და ძალიან ბევრი განაცხადი მივიღეთ. ახლა მიმდინარე საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება იმ კომპანიებსაც შეუძლიათ, ვინც წინა წელს ვერ მიიღო დაფინანსება.

ძალიან პოზიტიური მოლოდინები გვაქვს და ვთვლი, რომ ინტერესი ამჯერადაც მაღალი იქნება. დაახლოებით 30-40-ზე მეტი განაცხადის შემოსვლას ველით, რადგან პროექტი ლოკალურად კადრების გადამზადებას არ ითვალისწინებს, არამედ ეს ჩართულობის ახალი მოდელის შექმნაა“, - განმარტა BMG-სთან ირინა წეროძემ და დასძინა, რომ საგრანტო კონკურსის პირველი რაუნდით დაფინანსებული პროექტების ეფექტიანობა საკმაოდ მაღალი იყო.

აღსანიშნია, რომ საგრანტო პროგრამით გათვალისწინებულია შემდეგი ინტერვენციები: კერძო სექტორის სტიმულირება უნარების განვითარების პროცესში ჩართვისთვის; კერძო სექტორის მოთხოვნების შესაბამისად პროფესიული პროგრამების შემუშავება ან გაუმჯობესება და განხორციელება;  რეგიონებსა და პროექტის სამიზნე ჯგუფებისთვის პროფესიული უნარების განვითარების შესაძლებლობებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები