ჯანდაცვის სამინისტროში, უწყების ხელმძღვანელი დღეს სექტორის წარმომადგენლებს DRG-ის სისტემაზე სასაუბროდ შეხვდა.
მიხეილ სარჯველაძის თქმით, არის საკითხების ჩამონათვალი, რომლის გადახედვაც საჭიროა, მაგრამ ამას DRG-ის სისტემა თავის თავში მოიაზრებს და ასეა ყველა ქვეყანაში სადაც ეს სისტემა მუშაობს.
" არის საკითხების ჩამონათვალი, რის დახვეწაზეც უნდა ვიმუშაოთ. მე აქ, უპირველესად მინდა ვთქვა, რომ თვითონ DRG არის მექანიზმი, რომელიც თავის თავში მოიაზრებს მუდმივად გაუმჯობესების მექანიზმების და ინსტრუმენტების დახვეწას. სწორედ ახლა ამაზეა სამუშაო, რომ რაც შეიძლება სწრაფი რეაგირების შესაძლებლობები არსებობდეს იმ საჭიროებებზე, რომელიც ყოველთვის შეიძლება დადგეს დღის წესრიგში. ყველა ქვეყანაში, სადაც DRG-ა იმპლემენტირებული. ყველა ქვეყანაში სადაც ის ფუნქციონირებს ეს საჭიროებებია დანახული.
არის ცალკეული საკითხები, დაწყებული ფასების გადახედვის საჭიროებით როგორც ერთი ისე მეორე მიმართულებით. აქ არის ისეთი ლოკალური საკითხები, როგორიცაა ერთი ოპერაციის შემთხვევაში სხვადასხვა დიაგნოზის არსებობა და დაფინანსების მოდელის დახვეწა და სხვა ბევრი მნიშვნელოვანი და საკვანძო საკითხი", - განაცხადა მინისტრმა.