მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დანია კოვიდ-პასპორტის ამოქმედებას იწყებს

606f172592ed7
ნათია თაქთაქიშვილი
08.04.21 20:38
2120
დანია არის ევროპის მასშტაბით პირველი ქვეყანა, სადაც კოვიდ-პასპორტები ამოქმედდება. კოვიდ პასპორტები ხელმისაწვდომი იმ პირებისათვის იქნება, ვინც ვაქცინირებულია და კორონავირუსი 2-12 კვირის წინ დაუდასტურდა, ან გასული 72 საათის განმავლობაში აღებულ ტესტზე უარყოფითი პასუხი აქვთ მიღებული. ამის შესახებ ინფორმაციას EuroNews-ი ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, დოკუმენტის მიღება აპლიკაციის ფორმით ან ბეჭდური სახით იქნება შესაძლებელი.

ამ ეტაპზე „კოვიდ-პასპორტი“ საშუალებას აძლევს მოქალაქეებს ესტუმრონ საპარიკმახეროებს, სილამაზის სალონებს, ავტოსკოლებს. მოგვიანებით კი, მისი მფლობელები მუზეუმებში, რესტორნებში, თეატრებსა და კინოთეატრებში შესვლასაც შეძლებენ, რომელთა გახსნაც ქვეყანაში 6 მაისიდან იგეგმება.

აღსანიშნავია, რომ მთავრობა ეკონომიკის სრულ გახსნას 21 მაისიდან გეგმავს, როდესაც მათი ვარაუდით, 50 წელს გადაცილებული მოქალაქეების ვაქცინაცია დასრულებული იქნება.

დანიის იუსტიციის სამინისტროს განმარტებით, ბიზნესობიექტები, რომლებიც იმ მოქალაქეებს მოემსახურებიან, რომლებსაც „კოვიდ-პასპორტი“ არ აქვთ, 400 ევროთი დაჯარიმდებიან, რეგულაციის განმეორებით დარღვევის შემთხვევაში კი ჯარიმის ოდენობა 6 000 ევრომდე გაიზრდება.

რაც შეეხება მომხმარებლებს, რეგულაციის დარღვევის შემთხვევაში მათ 330 ევროს ოდენობის ჯარიმა დაეკისრებათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები