მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დარჩენილია ხანდაზმულობით გამართლებული თაღლითობის მუხლი, რომელიც აუცილებლად გასაჩივრდება სტრასბურგში - ზვიად კორძაძე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

კორძაძე
BM. GE
29.09.23 20:12
60

დარჩენილია ხანდაზმულობით გამართლებული თაღლითობის მუხლი, რომელიც აუცილებლად გასაჩივრდება სტრასბურგის სასამართლოში, - ამის შესახებ ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატმა, ზვიად კორძაძემ განაცხადა.

"სასამართლოში საკასაციო საჩივრების განხილვა დამთავრდა.არ იქნა დასაშვებად მიჩნეული არც დაცვის და არც ბრალდების მხარის საჩივარი, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ საქმეზე 5-წლიანი ეპოპეა დასრულდა.

დასრულდა იმ შედეგით, რომ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ფულის გათეთრებაში გამართლებულები იქნენ.

ასევე, ისინი არ იქნებიან და არ არიან ნასამართლევი, მხოლოდ და მხოლოდ დარჩენილია ხანდაზმულობით გამართლებული თაღლითობის მუხლი, რომელსაც არავითარი სამართლებრივი შედეგი არ მოჰყოლია და აღნიშნული ნაწილი ჩვენ მიერ აუცილებლად გასაჩივრდება სტრასბურგის სასამართლოში, სადაც საბოლოოდ დადგინდება, რომ ხაზარაძეს და ჯაფარიძეს ამ საკითხთან კავშირი არ აქვთ“, - განაცხადა ზვიად კორძაძემ.

ხაზარაძის, ჯაფარიძისა და წერეთლის საქმე უზენაესმა სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები