მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დარჩიაშვილი: ღარიბაშვილს და ალიევს შესაძლებლობა ექნებათ, განიხილონ ყველა მნიშვნელოვანი საკითხი

63563a9b9c31e
BM.GE
24.10.22 11:13
480
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრს და აზერბაიჯანის პრეზიდენტს ექნებათ შესაძლებლობაა, განიხილონ ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც გვაქვს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ილჰამ ალიევის ვიზიტისას განიხილება ასევე, თუ როგორ უნდა უზრუნველყოს ორმა სახელმწიფომ რეგიონში მშვიდობა და სტაბილურობა.

„დღეს საქართველოში ველოდებით აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ბატონი ილჰამ ალიევის სამუშაო ვიზიტს. როგორც ცნობილია, საქართველოს და აზერბაიჯანს აქვს მჭიდრო სტრატეგიული პარტნიორობა, კეთილმეზობლური ურთიერთობები. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრს და ბატონ პრეზიდენტს ექნებათ შესაძლებლობა, ერთი მხრივ, განიხილონ ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც გვაქვს ორმხრივ ურთიერთობებში. ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში საკითხების ძალიან ფართო სპექტრის და სწორედ დღევანდელი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ამ საკითხების განხილვის შესაძლებლობა იქნება.

მეორე მხრივ, რეგიონული გამოწვევების ფონზე მეორე მნიშვნელოვანი თემა, რომელიც განიხილება, არის ის, თუ როგორ უნდა უზრუნველყოს ორმა სახელმწიფომ ჩვენს რეგიონში მშვიდობა და სტაბილურობა და ყველა ის საკითხები, რომელიც მრავალმხრივ ფორმატებში და რეგიონული გამოწვევების ფონზე არსებობს”, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი დღეს საქართველოში ჩამოვა. 11:30 საათზე, შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ილჰამ ალიევის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება.

14:00 საათზე კი “შატო მუხრანში”, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები