მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ილჰამ ალიევი პრეზიდენტად მეხუთე ვადით აირჩიეს - წინასწარი შედეგები

ილჰამ ალიევი

აზერბაიჯანის ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში, წინასწარი მონაცემებით, ილჰამ ალიევმა გაიმარჯვა. მან ხმების დაახლოებით 92% მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ ალიევი პრეზიდენტად მეხუთე ვადით აირჩიეს.

გუშინდელ არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტიურობამ 67.7% შეადგინა.

ცნობისთვის, 2025 წლის აპრილში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნები აზერბაიჯანში დაახლოებით ერთი წლით ადრე, 2024 წლის 7 თებერვალს დაინიშნა. შესაბამისი განკარგულება პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 2023 წლის 7 დეკემბერს გამოსცა.

ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით, არჩეული პრეზიდენტი ამ თანამდებობას 7 წლის განმავლობაში დაიკავებს. ილჰამ ალიევი პრეზიდენტი 2003 წელს გახდა, იქამდე კი ამ თანამდებობას მამის, ჰეიდარ ალიევი იკავებდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები