მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დარეკლამებულია, რომ საქართველოში მაღალი დონის სერვისია, რასაც ტურისტებს ვერ ვაჩვენებთ - ია გედევანიშვილი

6425445607295
ელენე გოგბერაშვილი
30.03.23 22:11
710
"სერვისის პრობლემა გვაქვს. სერვისი არის ძალიან დაბალი დონის და ეგ გვაფერხებს ყოველთვის," - ამის შესახებ ტურისტული სააგენტო Check – in Travel-ის გენერალურმა დირექტორმა BMGTV-ის გადაცემა რედაქტ2-ში განაცხადა. ია გედევანიშვილის თქმით, პრობლემა ძირითადად სტუმართ-მასპინძლობის სექტორშია.

„პრობლემაა სერვისი რესტორნებში, რადგან სტუმრებს წესიერად ვერ იღებენ. რაღაც გაუგებრობები ჩნდება და სერვისით სტუმარი შემდეგ უკმაყოფილოა. სასტუმროებში უკვე უკეთეს მდგომარეობაში ვართ, თუმცა ადრე ბევრი პრობლემა იყო, ახლა ცოტა ნაკლები პრობლემაა, თუმცა ბოლომდე მაინც კმაყოფილები არ ვართ.

ტურისტი, რომელიც შემოდის, ძირითადად მიჩვეულია მაღალი დონის სერვისს. ასეა დარეკლამებულია, რომ საქართველოში არის მაღალი დონის სერვისი, რასაც ჩვენ ვერ ვაჩვენებთ ტურისტებს. ვერც ჩვენი მიმტანი მუშაობს ისე, როგორც უნდა მუშაობდეს, ვერც ჩვენი სამზარეულო მუშაობს ბოლომდე კარგად და ეს ყველაფერი ქმნის პატარა უკმაყოფილებას, რომელიც იმაში გამოიხატება, რომ საქართველოდან ვერ მიდის ის რეაქცია, რომელიც უნდა წავიდეს. მთელი საქართველოს მასშტაბით ერთი პრობლემაა და ძალიან გული გვტკივა ამაზე“,-აცხადებს ტურისტული სააგენტო Check – in Travel-ის გენერალური დირექტორი.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები