PMCG კვლევითი ცენტრის, დასაქმების თრექერის მიხედვით, 2023 წელს, ივლისიდან დეკემბრის ჩათვლით, jobs.ge-ზე 42,362 ვაკანსია გამოქვეყნდა, რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2.7%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
7-თვიან პერიოდში ვაკანსიების გაზრდილი მაჩვენებლის მიუხედავად, გასული წლის მიწურულს - დეკემბერში, 2 წლის განმავლობაში პირველად, jobs.ge-ზე გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობა წლიურად შემცირდა.
თრექერის მიხედვით გასული წლის დეკემბერში jobs.ge-ზე გამოქვეყნებული ვაკანსიები კატეგორიების მიხედვით ასე გადანაწილდა:
- გაყიდვები, შესყიდვები - 1 294 ვაკანსია
- ადმინისტრაცია, მენეჯმენტი - 1227 ვაკანსია
- ფინანსები, სტატისტიკა - 980 ვაკანსია
- ლოჯისტიკა, ტრანსპორტი, დისტრიბუცია - 791 ვაკანსია
- ინფორმაციული ტექნოლოგები/პროგრამირება 206 ვაკანსია
- სხვა - 1944 ვაკანსია
რაც შეეხება jobs.ge-ზე გამოცხადებული ვაკანტური ადგილების რაოდენობას ივლის-დეკემბრის ჭრილში დინამიკა ასეთია: