დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა საქართველოს საგადასახადო და საბაჟო კოდექსებში ცვლილებებზე იმსჯელა. ცვლილებები პარლამენტის წევრმა ალექსანდრე ელისაშვილმა წარადგინა.
პროექტის თანახმად, იმპორტის გადასახადისგან თავისუფლდება 700 ლარამდე ღირებულების 30 კგ-მდე საერთო წონის საქონლის საფოსტო გზავნილი.
როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, მოქმედი კანონით იმპორტის გადასახადისგან გათავისუფლებულია საფოსტო გზავნილი, რომლის ღირებულება 300 ლარს არ აღემატება.
„ლარის დევალვაციის გათვალისწინებით, ვფიქრობთ, ლოგიკურია ზღვარი 300-დან 700 ლარამდე გაიზარდოს“, - განაცხადა ალექსანდრე ელისაშვილმა.
კომიტეტმა წარმოდგენილ ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა.
რატომ არ უჭერს მხარს სახელმწიფო განბაჟების 300-ლარიანი ზღვრის გაზრდას? - ფინანსთა მინისტრის მოადგილე