მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“დარწმუნებული ვარ, კანდიდატის სტატუსს მივიღებთ” - დიმიტრი ქუმსიშვილი

დიმიტრი ქუმს

რამდენიმე საათში ევროკომისია ევროკავშირის გაფართოების შესახებ 2023 წლის ანგარიშების პაკეტს გამოაქვეყნებს, საიდანაც ცნობილი გახდება, როგორია საქართველოს პროგრესი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად. ამ საკითხზე მედიასთან დიმიტრი ქუმსიშვილი “ბანკირის დღესთან” დაკავშირებულ ღონისძიებაზე საუბრობს.

“დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ კანდიდატის სტატუს მივიღებთ, რაც ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

მნიშვნელოვანია ინვესტიციების შემოდინებისთვის, უბრალო მოქალაქეებისთვის… მნიშვნელოვანია, რადგან უფრო მეტად დაფასდება ჩვენი ქვეყანა და კიდევ უფრო მეტი რეფორმა გვექნება”, - აცხადებს დიმიტრი ქუმსიშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები