ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მარგუს ცაჰკნას თქმით, დარწმუნებულია, რომ "ქართული ოცნება" არ აპირებს ევროკავშირის გზას გაჰყვეს.
როგორც მან ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე მედიასთან განაცხადა არის გარკვეული ნაბიჯები, რისი გადადგმაც ევროკავშირს შეუძლია, თუმცა ეს მათ შორის საქართველოში მოვლენების შემდგომ განვითარებაზე იქნება დამოკიდებული.
"ჩვენ შეშფოთებული ვართ და დღეს გავმართავთ დისკუსიას იმასთან დაკავშირებით, რას მოვიმოქმედებთ, რადგან დარწმუნებული ვარ, მმართველი პარტია რეალურად არ აპირებს, ევროკავშირის გზას გაჰყვეს, როგორც გვპირდებოდნენ. ასე რომ, ეს საინტერესო დისკუსიაა, რადგანაც ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს. ვნახოთ, რა მოხდება",- აღნიშნა მან.
ცნობისთვის, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, დღეს, 18 ნოემბერს საქართველოში არსებულ ვითარებაზე იმსჯელებენ.