მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„დარწმუნებული ვარ მივდივართ და მივალთ ევროპაში“ - ნინა კობახიძე

6408648619507
ვიქტორია მღებრიშვილი
08.03.23 14:42
1259
„ჯეო ჰოსპიტალსის" და “ქალები მომავლისთვის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნინა კობახიძე დარწმუნებულია, რომ ქვეყანა მიდის და მივა ევროპამდე. ამის შესახებ მან Facebook-ის პირად გვერდზე დაწერა.

მისი თქმით, არც არაფრისთვის და არავისთვის საჭირო კანონი“ და ვერც მტრის უდიდესი ჯარი ქვეყნის ევროპისკენ სვლას ვერ შეაჩერებს.

„საქართველოს ევროპულ მომავალში ეჭვის შეტანა, გაფიქრება იმის, რომ ვაი და იქნებ არ ვართ ამ გზაზე, ან იქნებ ეს არ არის ჩვენი გზა, არის დანაშაული, საკუთარ თავსაც კი რომ არ უნდა აკადრო ისეთი დანაშაული! არაფრისთვის და არავისთვის საჭირო კანონის პირველი მოსმენით გასვლა კი არა, მტრის უდიდესი ჯარიც რომ დადგეს საზღვრებთან ის ვერ შეცვლის ამ ქვეყნის, ამ ხალხის დეკლარირებულ, კონსტიტუციით, ისტორიით ასგზის გამყარებულ მიზანს - სვლას ევროპისკენ! არასდროს არცერთი წამი არ შემპარვია ეჭვი და სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ მივდივართ და მივალთ ევროპაში!“ - წერს ნინა კობახიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები