მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დასავლურმა ქვეყნებმა რუსული ნავთობის საფასო ლიმიტი $47.6-მდე შეამცირეს

რუსული ნავთობი

ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა, დიდმა ბრიტანეთმა და კანადამ კრემლის წინააღმდეგ ახალი შემზღუდავი ზომა აამოქმედეს და რუსულ ნავთობზე დაწესებული საფასო ლიმიტი ბარელზე 60 დოლარიდან 47.6 დოლარამდე შეამცირეს, რაც 21%-იან კორექციას წარმოადგენს.

საფასო ლიმიტი განსაზღვრავს იმ მაქსიმალურ ფასს, რომლის გადახდაც სახელმწიფოებს რუსულ ნავთობში ლეგალურად შეუძლიათ. ანუ ის ქვეყნები, რომლებიც ამ სანქციას უერთდებიან, რუსულ ნავთობში 47.6 დოლარზე მეტს ვერ გადაიხდიან.

ამ ტიპის შეზღუდვის მიზანი რუსეთის საბიუჯეტო შემოსავლების შემცირებაა, თუმცა მას არსებითი გავლენა ვერ ექნება, რადგან რუსული ნავთობის ძირითადი შემსყიდველები არა დასავლური სახელმწიფოები, არამედ ჩინეთი და ინდოეთი არიან, რომელთაც ამ ლიმიტის დაცვის არავითარი სურვილი და ვალდებულება არ გააჩნიათ.

ფორმალური ლიმიტის არსებობის მიუხედავად, საერთაშორისო ბირჟაზე რუსული ნავთობი ამჟამად დაახლოებით 61 დოლარი ღირს, რაც იმას ადასტურებს, რომ ეს შემზღუდავი ზომა მხოლოდ სიმბოლურ ჟესტს წარმოადენს და არც რეალურად ქმედით სანქციას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები