„ვუერთდებით ევროპელ მოკავშირეებს, რათა ვიპოვოთ და წაგართვათ თქვენი იახტები, ძვირადღირებული ბინები“ - ამ სიტყვებით მიმართა კონგრესში სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის პრეზიდენტმა რუს ოლიგარქებს.
ჯო ბაიდენმა მათ კორუმპირებული უწოდა და თქვა, რომ აშშ ქმნის სპეციალურ სამუშაო ჯგუფს, რომელიც რუსი ოლიგარქების დანაშაულებს გამოიძიებს.
„მივმართავ რუს ოლიგარქებს და კორუმპირებულ ლიდერებს, რომლებმაც მილიარდობით დოლარი გამოიმუშავეს ამ ძალადობრივი რეჟიმისგან. ეს დასრულდა!“, - თქვა მან.




























