მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დასუფთავების ყველა კომპანია წამგებიანია, ბიუჯეტიდან ფინანსდებიან და კომფორტულად არიან -მინისტრის მოადგილე

637789e7b8779
ანუკა ჯოხაძე
18.11.22 23:55
758
რეგიონებში დასუფთავების გადასახადის შეგროვება ისევე, როგორც დედაქალაქში თავად სახელმწიფოს მხრიდან დაფუძნებულ არასამეწარმეო იურიდიულ პირებს ევალებათ. დასუფთავების კომპანიები საბიუჯეტო სახსრებით არსებობენ, მოსახლეობის მხრიდან გადახდილი მოსაკრებელი კი მხოლოდ დამატებითი შემოსავალია.

მისი თქმით, კომპანიები გარანტირებულ სახელმწიფო დაფინანსებას იღებენ, ამიტომ დამატებითი შემოსავლის ამოღება მათთვის დიდი პრობლემა არ არის. პავლიაშვილი აცხადებს, რომ უმჯობესია პროცესებში კერძო სექტორი ჩაერთოს.

“ორგანიზაციული ფორმები უნდა შეიცვალოს. დასუფთავების კომპანიები ყველა არის ააიპ-ი, რომელიც არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული. კერძო სექტორი სად არის? ჩვენ ამ სისტემაში უნდა შევიყვანოთ კერძო სექტორი. მათ უნდა მიიღონ მონაწილეობა ტენდერებში, რომელიც უნდა იყოს 5 წლიანი, იმისთვის, რომ მათ განავითარონ თავისი ინფრასტრუქტურა.

არ უნდა იყოს ისე, როგორც დღეს არის, დასუფთავების კომპანიების 90% სუბსიდირებაზეა. ტარიფი შეიძლება თავად ბიზნესმაც დააწესოს, ან პროცესებში საკრებულო დავტოვოთ. დღეს ყველა დასუფთავების კომპანია წამგებიანია. აქაოდა ააიპ-ია, აფინანსებენ ბიუჯეტიდან, ძალიან მარტივია, არიან კომფორტულად. არ შეიძლება სახელმწიფო იყოს ყველგან ოპერატორიც, მარეგულირებელიც და პოლიტიკის გამტარებელიც,”- აცხადებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები