მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დავების საბჭოში ბიზნესი ხშირად დროის გაყვანის მიზნით ჩივის - მინისტრის მოადგილე

ფინანსთა სამინისტრო

ფინანსთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, ბიზნესი დავების საბჭოში, ხშირად, დროის გაყვანის მიზნით ჩივის, მაგრამ საბჭო ყველა საჩივრის დეტალურად განხილვის ვალდებულება აქვს. ამის შესახებ გიორგი კაკაურიძემ bm.ge-ის განუცხადა.

გიორგი კაკაურიძის თქმით, საბჭოს არსებული ფორმატი ეფექტიანია, თუმცა საჩივრების დიდი რაოდენობა კვლავ უცვლელია.

"ვფიქრობ, დავების განხილვის საბჭო საკმაოდ ეფექტურად მუშაობს. მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ იმ სტატისტიკას რაც მინისტრმა მინისტრის საათის ფორმატში წარადგინა. 2 700 განაცხადამდე იყო შემოსული. სხდომები კვირაში რამდენჯერმე ტარდება. საბჭო ეფექტურად მუშაობს, თუმცა საჩივრების რაოდენობა მაინც ბევრია. ხშირად, დროის გაყვანის მიზნით ხდება ჩივილი, მაგრამ საბჭო ვალდებულია ყველა საჩივარი დეტალურად განიხილოს.

რაც შეეხება რეფორმას, ყოველთვის ვცდილობთ ვიზრუნოთ საბჭოს მეტ დამოუკიდებლობაზე და სულ ვცდილობთ მეტად კომპეტენტური ადამიანებით იყოს დაკომპლექტებული", - განაცხადა კაკაურიძემ.

მისივე თქმით, იყო ვერსია, რომ საბჭო სამინისტროდან გასულიყო, მაგრამ ის კომპეტენციები, რაც საბჭოს აპარატშია რთულად შეიქმნება დამოუკიდებლად.

შეგახსენებთ, ფინანსთა მინისტრმა, მთავრობის საათის ფორმატში თქვა, რომ 2023 წელს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოში ბიზნესმა 2 872 საჩივარი შეიტანა. ჩატარდა 73 სხდომა, განიხილეს 2400-ზე მეტი საჩივარი, საიდანაც დაახლოებით 30%, სრულად ან ნაწილობრივ გადაწყდა მომჩივნის სასარგებლოდ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები