მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დავით სონღულაშვილი კატარში ჩავიდა - ვის შეხვდა?

დავით სონღულაშვილი

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი კატარის სახელმწიფოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, კატარის პარლამენტის თავმჯდომარეს ჰასსან ბინ აბდულლაჰ ალ-გჰანიმს შეხვდა.

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ისაუბრეს.

შეხვედრისას ხაზი გაესვა საინვესტიციო და სავაჭრო ურთიერთობების მნიშვნელობას და ამ მიმართულებით ერთობლივი თანამშრომლობის განვითარებას. ასევე საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ გამოწვევებს. აღინიშნა, თუ რა დიდი მნიშვნელობა ენიჭება საპარლამენტო ურთიერთობებს პრობლემატურ საკითხებთან დაკავშირებით მოლაპარაკებების ხელშეწყობისა და მის მშვიდობიანად გადაწყვეტაში.

„შეხვედრაზე ვისაუბრეთ იმის თაობაზე, რომ ქვეყნების განვითარებისა და ეკონომიკური წინსვლისთვის მნიშვნელოვანია მსოფლიოში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი გადაწყვეტა. ამ კონტექსტში ვიმსჯელეთ რუსეთ-უკრაინის, აზერბაიჯან-სომხეთისა და ისრაელ-პალესტინას შორის მიმდინარე პროცესების შესახებ.

საუბრისას აღვნიშნე, რომ საქართველო მზად არის ნებისმიერ ფორმატში სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის, რათა რეგიონში მშვიდობა იყოს უზრუნველყოფილი.

შეხვედრის ფარგლებში, კატარის მხარემ კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ: კატარის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ჰამდა ბინთ ჰასან ალ-სულაითი, საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე იუსეფ ბინ ალი ალ ჰათერთანი, ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე მოჰამენ ბინ იოუსეფ ალმანასი და მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი მოჰამმედ ბინ ფაჰდ ალ-მუსალლამი, ასევე საქართველო-კატარის სახელმწიფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრები: გელა სამხარაული, ვიქტორ სანიკიძე, გოჩა ენუქიძე, ირაკლი ზარქუა, ირმა ზავრადაშვილი და რიმა ბერაძე. შეხვედრას ესწრებოდა კატარში საქართველოს საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული თეიმურაზ კერესელიძე.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები