მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დავითაშვილის თქმით, უცხოურ კომპანიებთან მუშაობენ რუსეთ/უკრაინის შემდეგ წარმოების აქ გადმოტანაზე

624179bce30d2
მარიამ ვარადაშვილი
28.03.22 13:03
605

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, მთავრობა ორგანიზებულად მუშაობს იმისთვის, რომ რუსეთისა და უკრაინის ბაზრის დატოვების შემდეგ საერთაშორისო კომპანიები საქართველოში გამოვიდნენ.

“რაც შეეხება ომიდან მომდინარე რისკების მინიმიზაციას, აქ სისტემური პასუხები ვერ იქნება, რადგან ეს ორდინალური და მარტივად პროგნოზირებადი სიტუაცია არ არის. სიტუაცია ყოველდღიურად იცვლება, შესაბამისად კონკრეტულ გამოწვევებზე გვექნება რეაქცია და ასეც ხდება. რამდენიმე მიმართულება შემიძლია მაგალითად მოგიყვანოთ, თუმცა დეტალებში არ შევალ. ბევრი საერთაშორისო კომპანიასთან, რომლებიც უკრაინაში ან რუსეთის ტერიტორიაზე ოპერირებდნენ, ესენია ბრიტანული, გერმანული და სხვადასხვა კომპანიები ინტენსიურად მიმდინარეობს მუშაობა იმაზე, რომ მათ თავიანთი ოპერაციები საქართველოში გადმოიტანონ და საქართველოში შესაძლებლობა იყოს ესა თუ ის სექტორი უფრო სწრაფად განვითარდეს და გაჩნდეს დასაქმების ახალი შესაძლებლობები. ამ კუთხით ძალიან ორგანიზებულად ვმუშაობთ უცხოურ ბიზნეს თუ სახელმწიფო ორგანიზაციებთან”,-აცხადებს დავითაშვილი.

მისივე თქმით, ეს მოლაპარაკებები უფრო წარმატებით მიმდინარეობს მომსახურების სფეროს ნაწილში, რადგან ეს უკანასკნელი ახალ რეალობასთან შედარებით სწრაფად ადაპტირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები