მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დახურული ბაქო-სუფსის მილსადენი - რა მოცულობის ნავთობს ატარებს საქართველო?

63d60be07d78c
ნინო ტაბატაძე
29.01.23 10:00
1633
დეკემბერში საქართველოს დერეფანში მილსადენებით ნავთობის გადაზიდვა შემცირდა.

„ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მონაცემებით, დეკემბერში „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის“ (BTC ) მილსადენით 2.6 მლნ ტონა ნავთობი გადაიზიდა, რაც სექტემბრის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, მომეტებული საფრთხის მიზეზით, გაჩერებული ბაქო-სუფსის მილსადენით ნავთობის გადაზიდვა კვლავ არ განახლებულა. BP-მ ბაქო-სუფსის მილსადენით ნავთობის ტრანსპორტირება 15 მარტიდან აპრილის ბოლომდე შეაჩერა, შემდეგ კი, ეს გადაწყვეტილება გახანგრძლივდა. მიზეზად შავ ზღვაში ნავთობტანკერების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით არსებული შეშფოთება დასახელდა.

2022 წელს საქართველოს გავლით ჯამში 30.6 მლნ ტონა ნავთობის ტრანსპორტირება განხორციელდა, რაც 2021 წლის მაჩვენებლის ტოლია.

რა ბედი ელის ბაქო-სუფსის მილსადენს უცნობია. გასულ წელს საქართველოში ვიზიტით მყოფმა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა თქვა, რომ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით გაიზრდება ექსპორტი და არის სურვილი, რომ კიდევ უფრო მეტად გვინდა იყოს გამოყენებული ბაქო-სუფსას ტერმინალი.

„გვინდა, უფრო მეტად გვინდა იყოს გამოყენებული ბაქო-სუფსას ტერმინალი. რომელიც ახლა არ არის ქმედით მდგომარეობაში, მაგრამ გვინდა ეს არხიც დავტვირთოთ“, - განაცხადა ილჰამ ალიევმა.

ბაქო- სუფსის მილსადენით ბოლო 10 წლის განმავლობაში წლიურად დაახლოებით 4 მლნ ტონა ნავთობის გადაზიდვა ხდებოდა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები