თებერვალში ბაქო-სუფსის მილსადენით 100 000 ტონა ნავთობის გადაზიდვა მოხდა. თითქმის ათთვიანი გაჩერების შემდეგ, ბაქო-სუფსის მილსადენი თებერვალში ამუშავდა, რაც თურქეთში 6 თებერვალს მომხდარი მიწისძვრის გამო, ჯეიჰანის პორტის 6-დღიანმა გაჩერებამ განაპირობა.
ამ მილსადენის ფუნქციონირება გასული წლის მაისიდან შეჩერდა. მიზეზად მილსადენის ოპერატორმა BP -იმ შავ ზღვაში ნავთობტანკერების უსაფრთხოების საკითხის დაასახელა. 3 მარტს, BMG-ის BP-ში უთხრეს, რომ ნავთობსადენის მუშაობა ე.წ „ნომინაციებზეა“ დამოკიდებული და წინასწარ იმის თქმა მუდმივად იმუშავებს თუ არა, კომპანიაში უჭირთ.
„ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მონაცემებით, თებერვალში ბაქო-თბილისი-ჯაიჰანის მილსადენის დატვირთვა შემცირებული იყო. გასულ თვეში საქართველოს გავლით 2.1 მლნ ტონა ნავთობის გატარება მოხდა, მაშინ როდესაც იანვარში 2.5 მლნ ტონა იყო. მთლიანობაში 2 თვეში საქართველოს დერეფანით 4.7 მლნ ტონა ნავთობის ტრანზიტი განხორციელდა.