მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დაყადაღებულია 86 მლნ ლარის ქონება და კრიპტო აქტივები - Boiler Room/ე.წ. ქოლცენტრების საქმე

ქოლ ცენტრი

თაღლითური სქემები, რომლებიც საქართველოში ე.წ. “ქოლ-ცენტრების” სახელით არიან ცნობილი უცხოეთში Boiler Room-ის ტიპის ოპერაციებად მოიხსენიებიან. ეს არის ყალბი ან ყალბთან ახლოს მყოფი კომპანიები, რომლებიც ძირითადად ტელეფონის მეშვეობით გლობალურ მომხმარებლებს სთავაზობენ საეჭვო ხასიათის ინვესტიციების განხორციელებას, უმეტესწილად Forex-სა და კრიპტოვალუტებში.

საქართველოს მთავრობამ მოამზადა ანგარიში ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით, რომელშიც აღწერილია არსებული მდგომარეობა “ქოლ ცენტრების” მხრივ გახსნილი დანაშაულებების შესახებ.

“დანაშაულებების ტრენდის საპასუხოდ, საქართველოს გამოძიების ორგანოებმა Eurojust-ის მხარდაჭერით შექმნილი საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის ფარგლებში ფართომასშტაბიანი ღონისძიებები ჩაატარეს. 2021-2022 წლებში ამ დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია 63 პირის მიმართ. მიმდინარე გამოძიებების ფარგლებში ყადაღა დაედო სავარაუდო დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ დაახლოებით 86.7 მილიონი მილიონი ლარის ღირებულების ქონებას: ფულად სახსრებს, უძრავ-მოძრავ ქონებას და ვირტუალურ აქტივებს.

საფრთხის დონე - საქართველოში ფულის გათეთრების ძირითადი პრედიკატი თაღლითობაა. დანაშაულის ჩადენის ხერხები მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ხშირ შემთხვევაში ეს დანაშაულებები საერთაშორისო ხასიათისაა, რაც ართულებს დამნაშავეთა იდენტიფიცირებას და მტკიცებულებების შეგროვებას, თუმცა, თაღლითობასთან ბრძოლა აქტიურად ხორციელდება. ამ გარემოებების გათვალისწინებით, თაღლითობიდან გამომდინარე ფულის გათეთრების საფრთხე შეფასდა როგორც საშუალო-მაღალი”, - ნათქვამია მთავრობის ანგარიშში.

დოკუმენტის თანახმად, ასევე მზარდი ტრენდია ქვეყანაში კიბერდანაშაულებების რაოდენობის მხრივ. ჰაკინგის, ფიშინგის, ქარდინგისა და სხვა კატეგორიის კიბერდანაშაულებების მხრივ 2020-2022 წლებში გამოვლინდა 5,994 სავარაუდო ფაქტი, რომელთათვისაც 634 პირი მიეცა პასუხისგებაში.

შსს-ს თანახმად, გაუმჯობესებულია დანაშაულებების გახსნის წილი. თუკი 2021 წელს აღრიცხული 1,114 დანაშაულიდან მხოლოდ 219 გახსნეს, 2022 წელს რეგისტრირებული 931 საქმიდან 351 გახსნეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები