„ქართულ ოცნებას ფიზიკურად ამ [ევროკავშირის] რეკომენდაციების შესრულება არცერთ პუნქტში, რომელიც მას არსებითად შეეხებოდა არ უნდოდა. დეოლიგარქიზაციის ნაწილი კი თავისთავად ამ 12 პუნქტის ყველაზე პრობლემური ნაწილი იყო იქიდან გამომდინარე, რომ არავინ იცოდა, რას ნიშნავდა შინაარსობრივად“, – ამის შესახებ პარტია "გირჩის" დამფუძნებელმა იაგო ხვიჩიამ „ანალიტიკა“–ს პირდაპირ ეთერში ისაუბრა.
- რა შინაარსი შეიძლება ჰქონდეს დე–ოლიგარქიზაციას?
თუ ჩვენ ავიღებთ მის ყველაზე ბანალურ შინაარსს, რომელიც შეიძლება ადამიანების თავში იყოს, რომ ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების ხელით ჩამოშორდეს ძალაუფლებას და მას მისსავე პარტიამ ანუ იდეაში, საკუთარმა თავმა მოუწყოს დე–ოლიგარქიზაცია, თანაც კანონით – ამის მოლოდინი მე უბრალოდ სისულელე მგონია, ვისგანაც უნდა მომდინარეობდეს ასეთი იმედი. დე–ოლიგარქიზაცია იმ გაგებით, რომ ბიძინა ივანიშვილი ჩამოშორდეს ძალაუფლებას, კანონი მიიღოს ქოცებმა და ამის ძალით მმართველობა – ეს შეუსრულებელია.
ეს არც ევროკავშირის მოთხოვნა არ არის.
მაშინ ვის ეხება – კეზერაშვილს ეხება, რომ ჩამოშორდეს ქართულ პოლიტიკას?
არასამთავრობო სექტორმა რეალურად თქვა ასეთი რამ, რომ დანარჩენი ყველა პუნქტი შესრულება შესაძლოა სისტემურად, ინსტიტუციურად რეალურად დეოლიგარქიზაციამდე მივიდეს .. ევროკავშირი არ ითხოვდა ამ ნაწილში საკანონმდებლო სავარჯიშოს და კანონის მომზადებას. ეს არაერთხელ ითქვა ევროკავშირის ელჩის მიერ საქართველოში და მათ შორის, ევროკომისიის უმაღლესი წარმომადგენლების მიერაც.
ჩემი აზრით, დე–ოლიგარქიზაციის პუნქტის არსებობა იყო შეცდომა. ამ პუნქტის არსებობის გაგრძელება, ახლაც არის შეცდომა. სინამდვილეში მოთხოვნების 12 პუნქტად ჩამოწერა და ზოგი უაზრო პუნქტის იქ შემოტანა იყო შეცდომა. ჩვენ სინამდვილეში გვჭირდება სულ 2 პუნქტი – რომელიც ამ 12 პუნქტში იყო – არცერთი მათგანი ხელისუფლებას არ შეუსრულებია. ოპოზიცია უნდა შეთანხმდეს, რომ ჩვენ ყველანაირად მივესალმებით კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებას, მაგრამ თუ რამე პირობა უნდა დაგვიწესონ – უნდა იყოს 2 პუნქტი: სამართლიანი სასამართლო და სამართლიანი არჩევნები.