ახალი კვლევის თანახმად, 2023 წლის ზაფხულში დედამიწის მოსახლეობის თითქმის სრულმა ნაწილმა კლიმატის ცვლილება საკუთარ თავზე გამოცადა. ამერიკელ მკვლევართა გუნდმა - Climate Central - დაადგინა, რომ მოსახლეობის 98%-მა ადამიანების მიერ გამოწვეული სათბურის აირების ემისიების გამო გაზრდილი ტემპერატურა იგრძნო.
პლანეტის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში კი მონაცემების შეგროვების დაწყებიდან რეკორდულად ცხელი ზაფხული დადგა. კვლევა ადასტურებს, რომ ივნისი-აგვისტოს პერიოდში 6.2 მილიარდი ადამიანისთვის მინიმუმ ერთი დღე მაინც იყო ისეთი, როცა საშუალო ტემპერატურა ორგანიზაციის კლიმატის ცვლილების ინდექსით მაქსიმალური ქულით შეფასდა.
ხანგრძლივმა თბურმა ტალღებმა ჩრდ. ამერიკასა და სამხრეთ ევროპაში ტყის ხანძრებისა და სხვა ამინდთან დაკავშირებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულების გამო გარდაცვალების მაჩვენებელი გაზარდა. ამ მხრივ ყველაზე პრობლემური ივლისი იყო, თუმცა საშუალოზე 1.5 გრადუსით მაღალი ტემპერატურა აგვისტოშიც შენარჩუნდა.
Climate Central-ის კვლევამ 180 ქვეყნის ტემპერატურები შეისწავლა და დაადგინა, რომ ექსტრემალური ამინდების გამომწვევი მიზეზი ნახშირბადის დეოქსიდით ჰაერის დაბინძურებაა.
როგორც კვლევის ვიცე-პრეზიდენტი აცხადებს, სამხრეთ ჰემისფეროში, სადაც წლის ეს პერიოდი ყველაზე ცივია, ტემპერატურის მსგავსი ზრდა ადამიანის ჩარევით გამოწვეული კლიმატის ცვლილების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა.