მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"დეილი" უზბეკეთის ბაზარზე გავიდა – ტაშკენტში პირველი სუპერმარკეტი გაიხსნა

დეილი

ქართულმა საცალო ქსელმა „დეილიმ“ საქართველოს ფარგლებს გარეთ, პირველი სუპერმარკეტი 2025 წლის 31 მარტს, უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში გახსნა.

კომპანიაში აცხადებენ, რომ ბრენდის მიერ საექსპორტო ბაზრების ექსპანსიის დაწყება მნიშვნელოვანი ეტაპია როგორც კომპანიის განვითარების, ისე საქართველოს საცალო ვაჭრობის სექტორის გლობალიზაციის გზაზე.

„დეილი“ ერთ-ერთი პირველი ქართული რიტეილ ბრენდია, რომელმაც ოპერირება ქვეყნის ფარგლებს გარეთ დაიწყო.

უზბეკეთში კომპანია მას შემდეგ შევიდა, რაც 2024 წლის დეკემბერში, "დეილი ჯგუფმა" ფრანგული Schiever Group-ისგან Bi1-ის მაღაზიათა ქსელის საკონტროლო პაკეტი შეიძინა. ახლად გახსნილი სუპერმარკეტი ამ ქსელის რიგით 34-ე ობიექტია ტაშკენტში.

„დეილის“ გაფართოება უზბეკეთის ბაზარზე ქართულ რიტეილ სექტორში საერთაშორისო ბაზრებზე გასვლის თვალსაჩინო პრეცედენტია, რაც დამატებით შესაძლებლობებს უხსნის ქართული პროდუქციის მწარმოებლებს გარე ბაზრების ექსპანსიისთვის“, - აცხადებენ „დეილი ჯგუფში“.

ცნობისთვის: საქართველოს FMCG სექტორში „დეილი ჯგუფი“ წამყვანი საცალო ვაჭრობის კომპანიაა. ის ქვეყნის მასშტაბით 1 700-მდე მაღაზიას მართავს, ყოველდღიურად 650,000 მომხმარებელს ემსახურება და ორგანიზებული საკვები პროდუქტების საცალო ბაზრის 31%-ს ფლობს. ჯგუფში შედის შვილობილი კომპანია „ქართული ლუდის კომპანია“, რომელიც ლუდისა და უალკოჰოლო სასმელების კატეგორიებში ისეთ ბრენდებს აწარმოებს, როგორებიცაა „ზედაზენი“, „RS კოლა“, „მილერი“ და სხვები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები