მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დეკარბონიზაცია პოლონეთის ეკონომიკას 4%-ით გაზრდის - მსოფლიო ბანკი

პოლონეთი

მსოფლიო ბანკის ანგარიში აჩვენებს, რომ 2050 წლისთვის პოლონეთის სათბურის აირების ემისიის ნულოვან ნიშნულამდე დაყვანა $450 მილიარდის ინვესტიციას საჭიროებს, თუმცა ამავე პროცესს ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 4%-ით გაზრდა შეუძლია.

პოლონეთმა უკვე გამოთქვა მზაობა, 2049 წლისთვის სრულად შეაჩეროს ელექტროენერგიის წარმოების მიზნით ქვანახშირის მოპოვება და ამჟამად ეროვნული ენერგეტიკისა და კლიმატის ახალ გეგმაზე მუშაობს, რომელიც დადასტურებისთვის ევროპულ კომისიას უნდა წარედგინოს - თავად ევროკავშირის ბლოკის მასშტაბით ნახშირბადნეიტრალურობის მიღწევას 2050 წლისთვის იმედოვნებს.

“2050 წლამდე ემისიების ნულოვან ნიშნულამდე დაყვანა მშპ-ის ზრდის ტემპს წლიურად საშუალოდ 0.2%-ით გაზრდის, ამჟამინდელ პოლიტიკასთან შედარებით, რაც 25 წლის განმავლობაში პოლონეთს კუმულაციურ 4%-იან ზრდას მოუტანს”, - ნათქვამია მსოფლიო ბანკის ანგარიშში.

ამასთან, სუფთა ჰაერის დამატებითი სარგებელი პოლონეთის მოსახლეობის გაუმჯობესებული ჯანმრთელობა იქნება, რაც ამავე პერიოდში მშპ-ის 1.4%-ით ზრდას შეუწყობს ხელს.

მსოფლიო ბანკის თანახმად, პოლონეთის განგრძობითი დამოკიდებულება ქვანახშირზე, რომელიც ენერგეტიკასთან ერთად, ინდუსტრიული წარმოებისთვისაც გამოიყენება, მის მოსახლეობასა და ეკონომიკას რისკის ქვეშ აყენებს და ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობის ზრდასაც უწყობს ხელს - პოლონეთი ქვანახშირის მოხმარებით, მსოფლიოს რიგით მეცხრე ქვეყანაა.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ იმ $450 მილიარდის მობილიზებისთვის, რაც პოლონეთის დეკარბონიზაციას დასჭირდება, ადგილობრივი ხელისუფლებისა და ევროკავშირის ფინანსების გარდა, კერძო კაპიტალის დაბანდებაც დასჭიდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები