მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დეკემბერში jobs.ge-ზე გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობა შემცირდა - PMCG

ვაკანსიები

PMCG კვლევითი ცენტრის დასაქმების თრექერის მიხედვით, დეკემბერში jobs.ge-ზე ვაკანსიების გამოქვეყნება როგორც თვიურ, ასევე წლიურ ჭრილში შემცირებულია.

2024 წლის დეკემბერში jobs.ge-ზე 4 964 ვაკანსია გამოქვეყნდა, რაც 2024 წლის ნოემბერში გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობასთან შედარებით, 20.2%-ით, ხოლო 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5%-ით ნაკლებია.

ამასთან, ოქტომბრიდან 2024 წლის დეკემბრის ჩათვლით, გამოქვეყნდა 19,011 ვაკანსია, რაც 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 3.5%-ით შემცირებული მაჩვენებელია.

დასაქმების თრექერის ავტორები აღნიშნავენ, რომ ვაკანსიების საერთო რაოდენობის კლებაში ყველაზე დიდი გავლენა ადმინისტრაციისა და მენეჯმენტის კატეგორიას ჰქონდა.

2024 წლის ოქტომბრიდან 2024 წლის დეკემბრის ჩათვლით:

  • ფინანსების, სტატისტიკის კატეგორიაში 3,709 ვაკანსია გამოქვეყნდა, რაც 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.7%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
  • ლოგისტიკა, ტრანსპორტი, დისტრიბუციის კატეგორიაში 3,071 ვაკანსია გამოქვეყნდა, რაც 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.6%-ით ნაკლებია.
  • გაყიდვების, შესყიდვების კატეგორიაში 4,804 ვაკანსია გამოქვეყნდა, რაც 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 7.7%-ით ნაკლებია.
  • ადმინისტრაციისა და მენეჯმენტის კატეგორიაში 1116 ვაკანსია გამოქვეყნდა
  • IT/პროგრამირების კატეგორიაში 644 ვაკანსია გამოქვეყნდა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები