მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დეკემბერში სებ-მა საერთაშორისო რეზერვების შესავსებად $91 მლნ შეისყიდა

63d785d515e52
შოთა ტყეშელაშვილი
30.01.23 13:35
966
სტატიაში საუბარია:
ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბაზრის დეკემბრის თვის ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, პერიოდის განმავლობაში სებ-მა Bmatch პლატფორმის მეშვეობით სავალუტო ბაზრიდან $91.5 მილიონი შეისყიდა, წლის მეოთხე კვარტალში კი ჯამურად შესყიდვებმა $301 მილიონი შეადგინა.

სებ-ის მიერ Bmatch პლატფორმით განხორციელებული შესყიდვები ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც 2022 წლის ბოლოს საქართველოს სავალუტო რეზერვებმა რეკორდულ მაჩვენებელს - 4.9 მილიარდ დოლარს მიაღწია. ბოლო ერთი წლის განმავლობაში რეზერვების მოცულობა $630 მილიონით, ანუ 15%-ით გაიზარდა.

ეროვნულმა ბანკმა Bmatch პლატფორმით სავალუტო შესყიდვები 2022 წლის მეორე ნახევარში გაზარდა. თუკი იქამდე ეს ოპერაციები $11 მილიონს არ აღემატებოდა, ივნისის შემდგომ სებ-ი ამ პლატფორმის გამოყენებით თვეში საშუალოდ $70-80 მილიონის ოპერაციებს ახორციელებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები