მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დეკემბერში ტურიზმის შემოსავლები 10%-ით შემცირდა - Galt & Taggart

ტურიზმი

Galt & Taggart-ის შეფასებით, 2024 წლის დეკემბერში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 10.1%-ით 220 მლნ დოლარამდე შემცირდა.

თვიური შემცირების მიუხედავად, ორგანიზაცია წლიურ ჭრილში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების 5.5%-იან ზრდას ელის და ამბობს, რომ 4.4 მლრდ დოლარს გაუტოლდა. 2023 წელს საქართველომ ტურიზმის ინდუსტრიიდან რეკორდული 4.1 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო.

ჰოტელიერი შალვა ალავერდაშვილი, რომელიც 7 სასტუმროს მმართველია, ამბობს, რომ ტურიზმის სექტორში კრიზისია. BMGTV-ის გადაცემა „წერტილში" მან თქვა, რომ მიზეზი მიმდინარე პოლიტიკური კრიზისია, რაც სასტუმრო ბიზნესის მუშაობაზე უარყოფითად აისახა.

"მიმდინარე სეზონი ისედაც დაბალი დატვირთულობისაა თბილისის სასტუმროებისთვის, მაგრამ შარშან ამ პერიოდში 35-40%-იანი დატვირთვა მაინც გვქონდა. იანვრის თვეს 25%-იანი დატვირთულობით თუ დავხურავთ, ეს იმას ნიშნავს, რომ შევძლებთ, კომუნალური გადასახადები გადავიხადოთ, მაგრამ ხელფასების ნაწილზე ან გვეყოფა ან - არა. ეს არის რეალობა. სასტუმრო ბიზნესი დღეს მომგებიანი არაა“, - ამბობდა ალავერდაშვილი 26 დეკემბერს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები