მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დეკლარაციის მიხედვით, ვიქტორ სანიკიძეს ევროპულ ბანკებში ზეპირი შეთანხმებით ₾200 ათასზე მეტი აქვს განთავსებული

ვიქტორ სანიკიძე

"ოცნების" დეპუტატმა და კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვიქტორ სანიკიძემ 2025 წლის 31 მარტს წლიური ქონებრივი დეკლარაცია წარადგინა, რომლის მიხედვითაც მას შვეიცარიულ და იტალიურ ბანკებში ზეპირი შეთანხმების საფუძველზე ჯამურად 206 ათას დოლარზე მეტი თანხა აქვს განთავსებული.

დეკლარაციის თანახმად, სანიკიძემ 2010 წელს, კალათბურთელის კარიერის დროს დაგროვებული ხელფასიდან:

  • 193,000.78 აშშ დოლარი განათავსა EFG Bank-ში (შვეიცარია)
  • 12,855 ევრო – BPER-Banca Popolare dell’Emilia Romagna-ში (იტალია)

დეკლარაციაში სანიკიძე უთითებს, რომ ორივე შემთხვევაში თანხის განთავსება განხორციელდა ზეპირი შეთანხმების საფუძველზე, საბანკო ხელშეკრულების გარეშე.

უძრავი ქონება

ვიქტორ სანიკიძეს საკუთრებაში აქვს შემდეგი უძრავი ქონება

  • 2012 წ. – საცხოვრებელი სახლი, ტაბიძის ქუჩა – 180,000 USD
  • 2018 წ. – ავტოფარეხი, ტაბიძის ქუჩა – 20,000 USD
  • 2021 წ. – საცხოვრებელი სახლის 33%-იანი წილი, დ. გამრეკელის ქუჩა – მემკვიდრეობით (უფასოდ)

მეუღლე, მაია ბიწაძე, 2023 წელს სამი ბინის მფლობელი გახდა, ჯამურად დაახლოებით 590,000 აშშ დოლარის ღირებულებით. ყველა უძრავი ქონება რეგისტრირებულია 100%-იან საკუთრებაში. 2 ვაკეში ჭავჭავაძეზე, 1 კი ღოღობერიძის ქუჩაზე.

კრედიტები და ვალდებულებები

დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ 2023 წლის 6 ივნისს სანიკიძემ „საქართველოს ბანკიდან“ 400,000 აშშ დოლარის ოდენობის სესხი აიღო, ვადით – 15 წლით (2038 წლის ივნისამდე). 2024 წლის განმავლობაში დეპუტატმა სესხის მომსახურებაში გადაიხადა 45,000.42 აშშ დოლარი.

სხვა ქონება

დეკლარაციის მიხედვით:

  • სანიკიძეს ეკუთვნის ROLEX-ის მაჯის საათი, რომლის ღირებულებაა 11,000 ევრო;
  • მის მეუღლესაც აქვს ორი საათი – 8,000 აშშ დოლარისა და 7,600 ევროს ღირებულებით.

ნაღდი ფულის სახით სანიკიძეს აქვს 50,000 აშშ დოლარი, როგორც იგი განმარტავს – „დაგროვილი ხელფასი“.

2024 წლის განმავლობაში ვიქტორ სანიკიძემ შეასრულა ორი ანაზღაურებადი სამუშაო:

  • პარლამენტის წევრი – 46,275 ლარი;
  • კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი – 61,530 ლარი.

საერთო ჯამში, 2024 წელს ბიუჯეტიდან სანიკიძემ ანაზღაურების სახით მიიღო 107,805 ლარი.

ანიკიძე ფლობს ორ კომპანიაში წილებს:

  • შპს კალათბურთის აკადემია – 50%-იანი წილი;
  • შპს სანი სპორტს – 100%-იანი წილი.

ორივე კომპანია საქართველოშია რეგისტრირებული, თუმცა დეკლარაციაში მითითებულია, რომ გასულ წელს მათ არ მიუღიათ შემოსავალი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები