მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

DELL-მა 6,600 თანამშრომლის გათავისუფლება გადაწყვიტა

63e23a5a6dc01
გიორგი თოლორდავა
07.02.23 16:17
1533
კომპიუტერული მოწყობილობების მწარმოებელმა გიგანტმა, Dell Technologies-მა თანამშრომლების რაოდენობის 5%-ით შემცირების გადაწყვეტილება მიიღო.

უახლოეს მომავალში კომპანიის დატოვება 6,600 თანამშრომელს მოწევს, რაც Dell-ის ხელმძღვანელობის განმარტებით, გასული წლის ფინანსური შედეგებითაა განპირობებული.

ერთწლიან ჭრილში Dell-ის აქციების ღირებულება საფონდო ბირჟაზე 30%-ითაა შემცირებული, რაც მსოფლიოს მასშტაბით კომპიუტერულ მოწყობილობებზე მოთხოვნის მკვეთრმა შემცირებამ გამოიწვია.

ანალოგიურ გადაწყვეტილებებს იღებენ Dell-ის კონკურენტი კომპანიებიც, მაგალითად: HP-მ სამსახურიდან 6,000 თანამშრომელი გაათავისუფლა; IBM-მა და Ciscom-მ კი 4,000-4,000 დასაქმებული დაითხოვეს. საერთო ჯამში, ერთ წელიწადში ტექნოლოგიურ სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა თითქმის 100,000-ითაა შემცირებული.

"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები